ნიკა გვარამიას მხარდაჭერილმა ძალებმა დამიყენეს კანდიდატი ისნის რაიონში - გიორგი ვაშაძე

გამოქვეყნდა:

პარტია "სტარტეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ, თქვა, რომ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, წინასაარჩევნოდაც და ახლაც მის პარტიას ესხმის თავს და რომ ნიკა გვარამიას მხარდაჭრით ისანში კანდიდატი დაუყენეს. 

"სამწუხაროდ, ბინძური თავდასხმის ობიექტი გავხდით, ისევე, როგორც წინასაარჩევნო პერიოდში არაერთხელ. სწორედ იმ ძალებმა, რომლებიც დღეს ოპოზიციურ ერთობაზე საუბრობენ - მათ შორის ბატონი ნიკა გვარამიას მხარდაჭერილმა ძალებმა - დაარღვიეს საერთო ოპოზიციური შეთანხმებები, მისი უშუალო მონაწილეობით დამიყენეს კანდიდატი ისნის რაიონში და ჩაშალეს ის ძალიან დიდი პროცესი, რომელსაც გამარჯვება უნდა მოეტანა ქართველი ხალხისთვის... ყველას ვეუბნები - თავი შეიკავეთ ამ თავდასხმებისგან. ჩემი და თქვენი გზები, როგორც ჩანს, განსხვავდება... თავდასხმებით და ბინძური ინფოებით მართულ კამპანიას ჩვენ ყოველთვის დავუპირისპირდებით. მე შეგახსენებთ წინასაარჩევნოდ "მთავარის" მიერ გაკეთებულ სიუჟეტებს, როგორ ვეკვრებოდით ვითომ ვიღაცებს და ბნელ მხარეს გადავდიოდით. ნიკა გვარამიას ჩემი ტელეფონი აქვს და შეუძლია დამირეკოს, არც კი გიკითხავთ არაფერი", - ამბობს ვაშაძე.

ამასთან, გიორგი ვაშაძე გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა პარლამენტში მის შესაძლო შესვლასთან დაკავშირებით და თქვა, რომ "სტარტეგია აღმაშენებელი" შეთანხმების გარეშე არსად შესვლას არ აპირებს.

ცნობისთვის, როგორც "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ფეისბუქზე წერს, მას აქვს ინფორმაცია, რომ 7 ოპოზიციონერი, სამი პარტიიდან, პარლამენტში შესვლას აპირებს

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაციარომ პარლამენტში შესვლას შესაძლოა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, "მოქალაქეების" ლიდერი, ალეკო ელისაშვილი და "გირჩის" წევრები დათანხმდნენ, ზურა ჯაფარიძის გამოკლებით. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი