ახალი ჩვენებები კარტოგრაფების საქმეში - გამოძიებაში იგორ გიორგაძის გარემოცვის წევრის ჩვენება დევს

გამოქვეყნდა:

კარტოგრაფების საქმეში ახალი ჩვენებები ჩნდება - გამოკითხულია იგორ გიორგაძის გარემოცვის წევრი ბეჟან მაისურაძე. 

მაისურაძე სწორედ ის პირია, რომლის გამოკითხვასაც ადვოკატები რუსეთში მოღვაწე დავით ხიდაშელის პირველი ჩვენების შემდეგ ითხოვდნენ.

ხიდაშელმა პირველ ჩვენებაში სადაო რუკების მოძიების პირველწყაროდ დაასახელა, შეცვლილ ჩვენებაში კი მხოლოდ შუამავლად მოიხსენიებს.

ბეჟან მაისურაძე 30 ნოემბრით დათარიღებულ გამოკითხვის ოქმში დავით ხიდაშელის ხელმეორე ჩვენებაში მოყოლილ ფაქტებს სრულად ადასტურებს. 

მაისურაძე მხოლოდ ხიდაშელთან კავშირს და სადაო რუკებთან დაკავშირებით გავლენიან ხალხთან კონტაქტს ადასტურებს.

ხიდაშელის ჩვენება:

მინდა დავაზუსტო, რომ თავდაცვის სამინისტროს მივმართე, როგორც საქართველოს სახელმწიფოს აღმშენებლობის გულშემატკივარმა მოქალაქემ, რათა მე და დავით ხიდაშელი დავხმარებოდით სახელმწიფოს... როგორც მახსოვს დადგინა, რომ 1938 წლის და უფრო გვიანდელი რუკების მონაცემებით საქართველო აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გამყოფი ზოლის ფართობებს შორის სხვაობა შეადგენდა 16 164,6 ჰექტარს. ხოლო 1939 წლის და 2006 წლის დელიმიტაციის კომისიის დოკუმენტაციით განსაზღვრული შეუთანხმებელი მონაკვეთს შორის 8 601,6 ჰექტარს შეადგენს.

ბეჟან მაისურაძე რუსეთის ორმაგი მოქალაქეა და საქართველოში ყალბი რუსული პასპორტითაა ჩამოსული. 

ქართული პირადობის მიხედვით ის 1956 წელს არის დაბადებული, თუმცა, რუსული პასპორტის მიხედვით -  1960 წელს. 

ამ პასპორტის ასლი იძებნება საჯარო რეესტრის საჯარო არქივებში, რომელის მიხედვით მაისურაძე შპს რუსთავის აზოტის დირექტორია, თუმცა, 30 ნოემბერს გამოკითხვის ოქმის შედგენის დროს, მაისურაძე ამბობს, რომ დროებით უმუშევარია.

სავარაუდოდ, რუსულ ФСБ​- სთან კავშირში მყოფი მაისურაძის ჩვენების გაცნობის შემდეგ, დაკავებული კარტოგრაფების ინტერესების დამცველები თვლიან, რომ გამოკითხვა ფორმალური ხასიათის იყო, რადგან ჩვენებაში არ გვხვდება გამომძიებლების დამაზუსტებელი კითხვები.

ამ დრომდე ჩვენება არ მიუციათ ირაკლი ღარიბაშვილს, სალომე ზურაბიშვილს და ბიძინა ივანიშვილს.

კარტოგრაფების ციხეში ყოფნა რომ რუსულ წისქვილზე ასხამს წყალს ამაზე ივერი მელაშვილის მეუღლე საუბრობს. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი