არის რეალური ალბათობა რომ პოლიტიკურმა პარტიებმა შევძლოთ შეთანხმება - თალაკვაძე

გამოქვეყნდა:

არჩილ თალაკვაძე, მეოთხე შეხვედრის შემდეგ ამბობს, რომ ოცნება არ განიხილავს არჩევნების ხელახლა ჩატარებას, მაგრამ შეთანხმება მაინც შეიძლება შედგეს. 

"არის რეალური ალბათობა რომ პოლიტიკურმა პარტიებმა შევძლოთ შეთანხმება, ყველაზე მთავარ და მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელიც გამოიწვევს პოლიტიკურ სტაბილურობას და გრძელვადიანი თანამშრომლობის საშუალებას მოგვცემს. ეს არის საარცევნო რეფორმის გაგრძელება. პოზიციები იმდენად გვაქვს დაახლოებული, რომ შესაძლებელია ეს გახდეს შეთანხმების მტავარი საკითხი" 

ამას ამბობს პარალემნტის თავმჯდომარე იმის მიუხედავად, რომ მმართველი გუნდი ახალ არჩევნებს არ განიხილავს, ეს თალაკვაძემ დრესაც გაიმეორა. 

რაც შეეხება დროს, თალავაძე ამბობს, რომ 11 დეკემებრს შედგება საქართველოს პარალამენტის სხდომა შედგება. 

შეხვედრის დასრულების შემდეგ ოპოზიციის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ იყო ცხარე კამათი შეხვედრაზე, შეთანხმება კი ვერ შედგა. დავით ბაქრაძე ამბობს, რომ შეთანხმების რესურსი არ ჩანს. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი