ალეკო ელისაშვილი "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას ექსკლუზიურ ინეტრვიუს მისცემს და ყველა დეტალზე ისაუბრებს.
ინტერვიუ თავად ნიკა გვარამიამ "ფეისბუქზე" დაანონსა.
დღეს, 9:30ზე, მთავარი არხის ეთერში, პირისპირ ინტერვიუ Alexandre Elisashviliთან.
მოგიწოდებთ, ნუ განვსჯით და განვიხილავთ, ვიდრე არ მოვისმენთ და დეტალებს არ გავიგებთ. და მოვისმენთ და გავიგებთ ჩემთან ექსკლუზიურ ინტერვიუში.
არ გამოტოვოთ, - წერს ნიკა გვარამია.
შეგახსენებთ, დღეს დიდი აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია ალეკო ელისაშვილის "ფეიბუქ-ლაივმა", სადაც მან დაასახელა პირობები, რომელთა შესრულების შემთხვევაში პარლამენტში შევიდოდა. ალეკო ელისაშვილი, რომელიც ჯერ კიდევ გუშინ, ოპოზიციის სხვა ლიდერებთან ერთად, ახალ არჩევნებს ითხოვდა, დღეს ამბობდა, რომ პარლამენტში შესასვლელად მისთვის საარჩევნო სისტემის ცვლილება საკმარისი იქნებოდა.