ყველანაირად ეცდებიან, რომ 7 ოპოზიციონერი შევიდეს პარლამენტში - ექსპერტები "ოცნებაზე"

გამოქვეყნდა:

კონსტიტუციონალისტების შეფასებით, ვიდრე უმრავლესობა საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს, საკანონმდებლო ორგანოში "პროცედურული ომი" დაიწყება, ეს მას შემდეგ რაც ოპოზიციონერი დეპუტატები ორგანოს მანდატების შესაჩერებლად მიმართავენ. პროცედურულად, ამისათვის შესაძლოა საჭირო 2 კვირა იყოს, თუმცა კონსტიტუციონალისტების აზრით, შესაძლოა უმრავლესობამ ვადა გაწელოს და ოპოზიციის გადაბირება სცადოს. 

"ეს გარკვეულწილად არის პროცედურული ომი, რადგან, პროცედურულად, როდესაც მანდატზე უარს ამბობ ამან უნდა გაიაროს ჯერ საპროცედურო კომიტეტი, შემდეგ გავიდეს ბიუროზე და შემდეგ გადაეცეს პელენარულ სხდომას. ეს სადღაც რამდენიმე კვირას მაინც წაიღებს, ბიუროდან პლენარულზე გასატანად პროცედურულად 15 დღეა, თუმცა იქვე კანონი ამბობს, რომ დაუყოვნებლივ, პრიველივე პლენარულზე ეს უნდა მოხვდეს დღის წესრიგშ", - ამბობს იურისტი, გიორგი ჩიტიძე.

კონსტიტუციონალისტ, ლევან ალაფიშვილის შეფასებით, უმრავლესობა ამ მომს დაიწყებს, რათა თუნდაც 1 ფრაქციის, ანუ შვიდი პარლამნეტის წევრის გადაბირება. 

"სავარაუდოა, რომ ისინი ყველა ძალისხმევას მოახმარენ იმას, რომ თუ პირველ სხდომაზე არა შემდეგ მაინც გაჩნდეს შვიდი ადამიანი, რომლებიც გაერთიანდებიან ფრაქციაში და ეს იქნება ოპოზიციური ფრაქცია", - ამბობს ლევან ალაფიშვილი.

შეგახსენებთ, რომ მეათე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომამდე 2 დღე რჩება, პირველი სხდომა 11 დეკემბერს, 12 საათზეა ჩანიშნული. თუ ოპოზიცია შეთანხმებულად იმოქმედებს და ერთიან პოზიციაზე დარჩება, მაშინ ქვეყანის ისტორიაში პირველად საქართველოს ერთპარტიული პარლამენტი ეყოლება. 

ახალი მოწვევის პარლამენტში იცვლება მუშაობის წესებიც, საკანონმდებლო ორგანოს აღარ ეყოლება უმრავლესობა და უმცირესობა, შესაბამისად, მათ არ ექნებათ საპარლამენტო ტრიბუნა და დაფინანსება, ასევე არ ეყოლებათ აპარატი.

ახალი წესი იმოქმედებს ფრაქციის ფორმირებისთვისაც. ფრაქციის შექმნის უფლება 6 ნაცვლად, 7 დეპუტატს შეეძლება. კონსტიტუციითა და რეგლამენტით, ერთი პოლიტიკური პარტია მხოლოდ ერთ ფრაქციას შექმნის, რაც იმას ნიშნავს რომ "ქართული ოცნებას" ამ მოწვევის პარლამენტში ერთ ფრაქციით იმუშავებს. პარლამენტში შესვლის შემთხვევაში იგივე წესი იმოქმედებს, "ნაციონალური მოძრაობისთვისაც". დანარჩენი ოპოზიციური პარტიები კი, ვინც ფორმალურად ბარიერი გადალახა, დეპუტატების არასაკმარისი რაოდენობის გამო, ფრაქციას ვერ ჩამოაყალიბებენ.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი