უგულავამ კობახიძეს "სასოწარკვეთილი ღლაპი" უწოდა და კალაძის სტილში, ანძისკენ მიუთითა

გამოქვეყნდა:

"ევროპული საქართველოს" ერთერთი ლიოდერი გიგი უგულავა მიიჩნევს, რომ ირაკლი კობახიძის ბრიფინგმა საქართველოში დიქტატურის შემოღების შესახებ გვამცნო. მან განაცხადა, რომ "ჩვენ ვიხილეთ სასოწარკვეთილი ღლაპის ბრიფინგი".

მოგესალმებით მთლიანად, უკვე გაფორმებულ დიქტატურაში - ყურით მოთრეული არგუმენტებით ოპოზიციური პარტიის რეგისტრასციის გაუქმება უკვე გადადგმული ნაბიჯია არა ავტოკრატიისკენ, არამედ დიქტატურისკენ. იქ იყო იაფფასიანი მუქარა, რომ დაფინანსებას შეგვიწყვიტავენ და, ამასთან დაკავშირებით კობახიძეს კალაძის სიტყვები შეგვიძლია ვუთხრათ აგერ, იმ ანძასთან დაკავშირებით, აქედან რომ ჩანს...

შეგახსენებთ, ირონიულ კონტექსტში თბილისის სატელევიზიო ანძა პირველად დედაქალაქის მერმა, ოპოზიციასთან მიმართებაში ახსენა, როცა განაცხადა, რომ მათთვის "გამოსაქანებელ ადგილს" გააფართოვებდა.

შეგახსენებთ, დღეს საგანგებო ბრიფინგზე "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციას "რადიკალური" უწოდა და განაცხადა, რომ მათი მიზანი საბოტაჟია. კობახიძემ ოპოზიციის ცნობილ მოთხოვნებს "ულტიმატუმები" უწოდა. მმართველი პარტიის ლიდერი ენმ-ს რეგისტრაციის გაუქმებითაც დაემუქრა. ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე ასევე, ახსენა "მთავარი არხი" და მისი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი