კარგი ამბავი ის არის, რომ კოვიდი არა მაქვს - კარლ ჰარცელი

გამოქვეყნდა:

ფასილიტატორი ელჩების ნაწილებით ოპოზიციისა და ხელისუფლების მოლაპარაკების მორიგი - მეხუთე რაუნდი ხვალ გაიმართება.

განცხადება ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა გააკეთა. 

კარგი ამბავი ის არის, რომ კოვიდი არა მაქვს. დადებითი პასუხი რომ მომსვლოდა მთელ ქართულ პოლიტიკურ სპექტრს საფრთხის ქვეშ დავაყენებდი - ამბობს დიპლომატი.

რაც შეეხება უშუალოდ მოლაპარაკებებს, ჰარცელის თქმით, მოლაპარაკებები რთული იყო, თუმცა ოთხი რაუნდის შედეგი ისაა, რომ მხარეებმა საარჩევო რეფორმებთან დაკავშირებით საერთო ენის გამონახვა შეძლეს -  ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი არის, ის, რომ მომავალ საარჩევნო რეფორმებთან დაკავშირებით დაკავშირებით საერთო ენის გამონახვა შევძელით - ამბობს დიპლომატი და კიდევ ერხთელ გამოთქვამს იმედს, რომ პარლამენტის გახსნამდე შეთანხმებას მიაღწევენ.

აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში მოლაპარაკების მეოთხე რაუნდი გუშინ გაიმართა, თუმცა ოპოზიციის მთავარ მოთხოვნას - რიგგარეშე არჩევნებსა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას "ოცნება" არ თანხმდება. 

მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა კი 11 დეკემბერს უნდა შედგეს.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი