თუ რამეს მივაღწევთ 3 კვირიანი შეზღუდვებით, მერე უცბად წყალში არ გადავყაროთ - გამყრელიძე

გამოქვეყნდა:

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტირს დირექოტირს, ამირან გამყრელიძის თქმით, ყოველკვირეულად გაკეთებდა ეპიდსიტუაციის, ტესტირების, სამკურნალო ქსელის მდგომარეობის შეფასება და გადაწყვეტილებები ამის მიხედვით იქნება მიღებული. ამ თემაზე კომენტარი მან პრემიერთან ჯანდაცვის სფეროს ექსპერტების შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

"ერთიანი აზრია, რომ ვიყოთ ძალიან ფრთხილად, ვაფასოთ სიტუაცია მუდმივ რეჟიმში და გადაწყვეტილებები მივიღოთ ერთად, რა თქმა უნდა იმის მიხედვით, თუ როგორი იქნება ეპიდსიტუაციის მიმდინარეობა, რომ თუ რამეს მივაღწიეთ ამ 3 კვირიანი შეზღუდვებით და გაფართოებული ტესტირებით, მერე უცბად წყალში არ გადავყაროთ. იგივე, როგორც გვქონდა, მოგეხსენებათ, დიდი თავყრილობები, მაგალითად შავი პარასკევი რომ იყო რამდენიმე კვირის წინ, ის შედეგს იძლევა 2 კვირის შემდეგ, იგივე გახშირებული და მომატებული ახალი შემთხვევების ხარჯზე. 

 

აქედან გამომდინარე, ძალიან ფრთხილი ნაბიჯები უნდა იქნას გადადგმული, უნდა ავწონ-დავწონოთ კარგად სიტუაცია, რომელიც გვექნება მომავალი 2 კვირის განმავლობაში, ხაზს ვუსვამ, რომ ჩვენ, საახალწლოდ უფრო არ გაგვიუარესდეს ეპიდსიტუაცია ქვეყანაში", - თქვა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, შეინიშნება ერთ-ერთი პოზიტიური ტენდენცია, რომ დადებითობის მაჩვენებელი ქვეყანაში ოდნავ იკლებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი