ივანიშვილმა რეპრესიების ახალი ტალღა დაიწყო, ჩვენ 3 წევრის სასამართლო ჩაინიშნა - ნათელაშვილი

გამოქვეყნდა:

"ლეობორისტული პარტიის" ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა ოპოზიციური პარტიების მიმართ რეპრესიების ახალი ტალღა დაიწყო და მათი პარტიის ხელმძღვანელ პირებზე დღეს, 10 დეკემბერს სასამართლო პროცესები ჩანიშნეს.

"ბიძინა ივანიშვილმა რეპრესიების ახალი ტალღა წამოიწყო ოპოზიციური პარტიების მიმართ. დღეს მოულოდნელად ჩანიშნეს სასამართლო პროცესები ლეიბორისტული პარტიის ხელმძღვანელ პირებზე, კერძოდ: საბურთალოს საარჩევნო შტაბის უფროსი - სოფო გუგავა, კრწანისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი - ალექს ბაღდასაროვი და ჩუღურეთის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი - ანი გუგავა - დაბარებული არიან დღეს მურუსიძის სასამართლოში.

ისინი დააკავეს ცესკოსთან როდესაც მშვიდობიანად აპროტესტებდნენ თამარ ჟვანიას უკანონო გადაწყვეტილებებს. ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლება ემორჩილებოდეს ხალხის ნებას და რიგგარეშე არჩევნებისთვის ემზადებოდეს, დაკავებულია სამართლიანობისთვის მებრძოლი ადამიანების დევნით", - წერს შალვა ნათელაშვილი.

მისი განცხადებით, ივანიშვილი ვერანაირი ზეწოლით ვერ შეაშინებთ და მისი ხელისუფლებაში ყოფნის დრო დათვლილია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი