ძველ კინოსტუდიასთან, თბილისის ცენტრში მომხდარი სისხლიანი გარჩევის შედეგი - ნეკნებსა და თავში, სავარაუდოდ, ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობებით, ორი მამაკაცი "ნიუ ჰოსპიტალშია" გადაყვანილი, სამართალდამცველებმა კი ამ გარჩევის ერთი მონაწილე, 16 წლის მოზარდი დააკავეს.
შემთხვევას, პრაქტიკულად, თვითმხილველები არ ჰყავს. დაკავებული ბრალს აღიარებს. ერთ-ერთი დაჭრილი, წინასწარი ინფორმაციით, დაჭრას წინ უძღოდა შელაპარაკება და გარჩევები.
შემთხვევა გუშინ მოხდა. მომხდართან დაკავშირებით განცხადება შსს-მაც გაავრცელა:
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირზე, ყოფილი კინოსტუდიის შენობაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მომხდარი დაპირისპირების დროს, 1983 წელს დაბადებულ გ.ხ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა, ხოლო 1987 წელს დაბადებულ ი.რ.-ს თავის არეში დაზიანება მიაყენა", - წერია უწყების განცხადებაში.
დაჭრილთა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.