"სტრატეგია აღმაშენებლის" გადაწყვეტილებას პარლამენტის ბოიკოტის გაგრძელებისა და სიის ჩახსნის შესახებ, რომელიც პოლიტსაბჭოს სხდომამ ცოტა ხნის წინ მიიღო, გადაცემაში "დღის სტუმარი", ენმ-ის ერთერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი ეხმიანება და ამბობს, რომ ეს არ იყო პარტიისთვის მარტივად მისაღები გადაწყვეტილება.
ეს გადაწყვეტილება საკმაოდ რთული მისაღები იყო, მესმის ძალიან კარგად, არ არის მარტივი პარტიისთის საარლამენტო წარმომადგენლობაზე უარის თქმა. მაგრამ გიორგი ვაშაძისა და მისი გუყნდის მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილევბაც მიუთითებსდ იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილმა, გუშინდელი განცხადების შემდეგ, სხვა გზა არ დაგვიტოვა. შეიძლება ითქვას, რომ ივანიშვილის სტრატეგიამ და კობახიძის გუშინდელმა განცხადებამ ხელახლა გააერთიანა და ერთ მუჭად შეკრა ოპოზიცია და ის, რაც გუშინ იყო, არის "ქართული ოცნების" უხეში შეცდომის შედეგი, - თქვა სალომე სამადაშვილმა "დღის სტუმარში".
შეგახსენებთ, გუშინ, 9 დეკემბერს, "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგი გამართა და სხვადასხვა საკითხებთან ერთად განაცხადა, რომ ენმ-ს რეგისტრაცია გაუუქმდება, რაც პარლამენტის პირველივე სხდომებზე იქნება ინიცირებული.