
აშშ-ის ფიანსთასამინსტროს უცხოური აქტივების კონტროლის სამმართველომ "მაგნიტკის სიის" ფარგლებში, საფეხბურთო კლუბ "ახმატსა" და ახმატ კადიროვის სახლობის ფონდს სანქციები დაუწესა - ამის შესახებ სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაიშა ნათქვამი. რაც შეეხება თავად ჩეჩნეთის ლიდერს რამზან კადიროვს, ის "მაგნიტსკის სიაში" ჯერ კიდევ 2017 წელს შეიყვანეს.
საფეხბურთო კლუბისა და ფონდის გარდა,ამჯერადსიაში აშშ-მა ჩართო ასევე წესების გარეშე მებრძოლთა გუნდი Absolute Championship Akhmat, რომელიც ახმატ კადიროვის ფონდს ეკუთვნის.
"მათ მნიშვნელოვანი ემოსავალი და სიამაყე მოაქვთ რამზან კადიროვისთვის", - აღნიშნულია პრესრელიზში.
"მაგნიტსკის სიაშია" კადიროვის ხუთი თანამოაზრე, რომელთა შორის არიან მისი მოადგილე ვახიტ უსაევი, გერმანიაში რამზან კადიროვის მებრძოლთა ხელმძღვანელი თემურ დუგაზაევი და კადიროვის მეჯინიბე სატიშა სიმარა.
დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ ასევე სანქციები შეოიღო ჩეჩნეთის ხელმძღვანელთა წიააღმდეგ, მაგალითად, ჩეჩნეთის პარლამენტის სპიკერის მაგომედ დაუდოვის წინააღმდეგ , ასევე შსს ერთერთი დანაყოფის ყოფილი ხელმძღვანელის აუბა კატევისა და სწრაფი რეაგირების დანაყოფ "თერგის" ხელმძღვანელის აპტი ალაუდინოვის წინააღმდეგ.