ცოტა ხნის წინ დასრულდა გიორგი ვაშაძის პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა, "სტრატეგია აღმაშენებელი", პარლამენტში არ შედის და საარჩევნო სიის აუქმებს.
პარტიის ლიდერი, გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ერთობლივი იყო გადაწყვეტილება სიის გაუქმებასთან დაკავშირებით. ვაშაძის თქმით, აპირებენ მოლაპარაკებებში მონაწილეობას.
"ერთობლივად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩვენ ხვალ დავწერთ განცხადებებს, ჩავხსნით ჩვენს სიებს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. ვაგრძელებთ, რა თქმა უნდა, ბოიკოტს მეორე მხრივ ყველანაირად მოწადინებული ვართ, რომ შეთანხმება შედგეს. ვაპირებთ მოლაპარაკებებში მონაწილეობას, ვაპირებთ ამ პროცესში თავიდან ბოლომდე მივიღოთ მონაწილეობა. სიტუაცია ძალიან მძიმეა, და ის რომ ხვალ ერთპარტიული პარლამენტი იქნება, ეს არის არა გამარჯვება ვინმესი, არამედ პირიქით, ვფიქრობ, რომ ეს არის უზარმაზარი პრობლემა და მარცხი ქართული დემოკრატიის" , - ამობს გიორგი ვაშაძე.
პარტიის თავმჯდოამრის, თაკო ჩარკვიანის თქმით, "მონოლითურ" ოპოზიციასთან ერთად ჩაიხსნება სია და ყველაფერი მათთან ერთად მოხდება.
შეგახსენებთ, რომ იგივე გადაწყვეტილება მიიღო დღეს "ლეო საქართველოსთვის"
შეგახსენებთ, ხვალ, პარასკევს, 11 დეკემბერს, მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის ჩატარებისთვის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განკარგულება უკვე გამოსცა.
ოპოზიცია 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ბოიკოტის რეჟიმშია, პარლამენტში შესვლას არ აპირებს.
ოპოზიციის მოთხოვნები მოთხოვნები უცვლელია: