პოლიციელები აქტივისტებს პარლამენტის საავტომობილო შესასვლელთან გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ

გამოქვეყნდა:

ხმაური იყო პარლამენთან - სამართალდამცველები აქტივისტებს საკანონმდებლო ორგანოს საავტომობილო შესასვლელთან გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ. 

სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ ძალოვანი სტუქტურა ერთი კონკრეტული ადამიანის ინტერესებს არის მორგებული. 

"მშვიდობიანი პროტესტის ფორმა გვაქვს, სირცხვილის კორიდორია და პოლიცია ძალის გამოყენებით ცდილობს ჩვენს გაყვანას და ცდილობენ, რომ პროტესტის ფონზე არ ჩაიაროს ბიძინას მონების ვირთხულად პარლამენტში შეძრომამ", - ამბობს ერთერთი აქტივისტი. 

დილიდან სამართალადამცველთა მობილიზებაა პარლამენტთან; პატრულ ინსტექტორები, კრიმინალური პოლიცია და ასევე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები. 

აქვე გეტყვით, რომ დღეს, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"; "ევროპული საქართველო"; "სტრატეგია აღმაშენებელი"; "ლელო საქართველოსთვოს"; "ლეიბორისტული პარტია" - ეს ოპოზიციური პარტიები, 12 საათზე მოსწავლე ახალგაზრდობის ეზოში შეიკრიბებიან და ხელს მოაწერენ მემორანდუმს, რომ უარს ამბობენ მანდატებზე და პარლამენტში უფლებამოსილების შეწყვეტას მოითხოვენ.

ოპოზიციის მოთხოვნები მოთხოვნები უცვლელია: 

  • ხელახალი საპარლამენტო არჩევნები;
  •  ცესკოს თავმჯდომარის გადადგომა და საარჩევნო ადმინისტრაციის ახალი შემადგენლობის დანიშვნა;
  • პოლიტ პატიმრების გატავისუფლება.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი