ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, მეათე მოწვევის ერთპარტიულ პარლამენტში ვიცე-სპიკერობის კანდიდატი დავით სერგეენკო პირველად პასუხობს ოპოზიციის პრეტენზიას არჩევნების გაყალბების შესახებ.
ოპოზიციის დეკლარირებული მოლოდინები ბევრად მეტია, ვიდრე ამომრჩეველთა ხმები აქვთ მიღებული, აქედან გამომდინარე, მათი მოლოდინი და მტკიცება, რომ არჩევნები გაყალბდა, არ ასახავს რეალობას, თქვა დავით სერგეენკომ პირველი სხდომის დაწყებამდე.
შეგახსენებთ, დავით სერგეენკო და "ქართული ოცნების" სხვა წევრები, რომლებმაც დეპუტატის მანდატები მიიღეს, სხვადასხვა საკვანძო საპარლამენტო თანამდებობებზე დამტკიცდებიან. ისინი გუშინ საგანგებო ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ წარადგინა.
შეგახსენებთ, პარლამენტის შენობაში უკვე იმყოფება მმართველი პარტიის რამდენიმე დეპუტატი, ასევე, იქ უკვე მივიდნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. პარლამენტის შენობაში მივიდა ასევე პატრიარქის თანამოსაყდრე მეუფე შიო.