დიალოგი არ ნიშანვს რამის აღიარებას - ზურაბიშვილი რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობაზე

გამოქვეყნდა:

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს ახალი მიდგომების საჭიროებაზეც ისაუბრა და რუსეთთან დიალოგის თემას შეეხო. მისი განცხადებით, ოპოზიციას გარკვეულწილად ეთანხმება იმაში, რომ რუსეთთან მხოლოდ პარალელური გზა არ ამართლებს.

"ოკუპაციას არ ვეგუებით და არ შევეგუებით. ყველა შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ, მხოლოდ გაჩერებაა  დამღუპველი. გაყინული კონფლიქტებისა და ოკუპაციის დასაძლევად გვჭირდება ახალი მიდგომა და თვითიზოლაციიდან გამოსვლა: შეიძლება არ გვჯეროდეს, რომ დიალოგი რამის მომტანია. გასაგებია,  რომ არ ვენდობოდეთ ქვეყანას, რომელმაც მოახდინა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია. თუმცა არ შეიძლება, მთელი მსოფლიოსგან და ჩვენი უახლოესი პარტნიორებისგან განსხვავებით, ვიყოთ ერთადერთი ქვეყანა, რომელიც  დიპლომატიაზე უარს ამბობს.

ისიც უნდა ითქვას და ამაში ოპოზიციას გარკვეულწილად ვეთანხმები, რომ რუსეთთან მხოლოდ პარალელური გზა არ ამართლებს, რადგან მას აკლია ის ღიაობა, გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება, რაც თან ახლავს ფორმალურ მოლაპარაკებებს. უნდა ვიცოდეთ, რომ დიალოგი არ ნიშნავს რამის აღიარებას, მოლაპარაკება არ ნიშნავს დათმობას, ხოლო დიპლომატიაზე უარის თქმა ნიშნავს ყველა ბერკეტის ხელიდან გაშვებას და გაყინვას. დიალოგს კი თავისი ფორმატი აქვს და  ჩვენთვის აუცილებელია ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა ამ მიმართულებით", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტს ნახევარ-საათიანი გამოსვლა ჰქონდა, სწორედ ის იყო პირველი, ვინც მეათე მოწვევის პარლამენტის სხდომა გახსნა. 

ამავე თემაზე:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი