საქართველოს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი ამბობს, რომ საქართველოში ხავერდოვანი რევოლუცია მიმდინარეობს.
დღეს ქართველმა ხალხმა კიდევ ეთხელ აჩვენა მთელ დედამიწას, რომ არავის დააჩაგვრინებს თავს, არავის დაამყარებინებს დიქტატურას, არ შეარჩენს, დაამხობს და დაანგრევს ძალადობით მოპოვებულ ძალაუფლებას, რასაც ვხედავთ, ეს არის მშვიდობიანი, ხავერდოვანი რევოლუცია, ყოველგვარი ძალადობის, სამოქალაქ ომის გარეშე, - ამბობს საქართველოს პირველი ლეიბორისტი.
შეგახსენებთ, დღეს შალვა ნათელაშვილმა სხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერებთან ერთად ხელი მოაწერა მემორანდუმს და ცესკოს ოფიციალურად მიმართა, გააუქმოს პარტიის კუთვნილი მანდატები.
"ქართული ოცნება" მეათე მოწვევის ერთპარტიული პარლამენტის პირველ სხდომას არასრული შემადგენლობით ესწრება. სხდომა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გახსნა. ამ წუთებში პარლამენტში ერთსაათიანი შესვენება გამოცხადდა.
საკანონმდებლო ორგანოს გარეთ, ყველა შესასვლელთან პოლიციაა მობილიზებული. სხდომა პროტესტის ფონზე მიმდინარეობს.
რას შეეხება ოპოზიციას, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"; "ევროპული საქართველო"; "სტრატეგია აღმაშენებელი"; "ლელო საქართველოსთვოს"; "ლეიბორისტული პარტია"; "ერთიანი საქართველო" - ოპოზიციური პარტიებმა მოსწავლე ახალგაზრდობის ეზოში ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომ უარს ამბობენ მანდატებზე და პარლამენტში უფლებამოსილების შეწყვეტასა და ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ.