"ოცნების" მაღალჩინოსნებს 11-15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ - ირაკლი კაკულიას პირველი კომენტარი დაკავების შემდეგ

გამოქვეყნდა:

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში "ქართული ოცნების" დაკავებული მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი იმართება. ფოთის საკრებულოს თავმჯდომარისა და საკრებულოს თანამშრომლებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახედ პროკურატურა პატიმრობას მოითხოვს. არც ერთი დაკავებული წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.

​ირაკლი კაკულიამ "მთავართან" დღეს მოკლე კომენტარი გააკეთა. მაშინ, როცა დაკავებულები იზოლატორიდან სასამართლოში გადაყავდათ, კაკულიამ განაცხადა, რომ ქრთამი არ აუღია. 

ირაკლი კაკულიას ადვოკატი ედიშერ ქარჩავა კი ამბობს, რომ ბრალი უსაფუძვლოა და ის დაკავების აუცილებლობას ვერ ხედავს:

"საერთოდ დაკავების აუცილებლობასაც ვერ ვხედავდი იმ გარემოებებით, რაც მე შევისწავლე, რაც შეეხება წარდგენილ ბრალდებას, მიმაჩნია რომ ხელოვნურად არის დახუნძლული, ვინაიდან სამოხელეო დანაშაულიდან გამომდინარე ის ბრალდებები რასაც ედავება გამოძიება, არ დადასტურდება ამაში დარწმუნებული ვარ" ამბობს ედიშერ ქარჩავა.

ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულია,  საკრებულოს ორი მოქმედი და ერთი ყოფილი თანამშრომელი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 8 ნოემბერს დააკავა. გამოძიება მათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას, სახელმწიფო ქონების თაღლითურად დაუფლებას და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება. დანაშაული დამტკიცების შემთხვევაში მათ 11-15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

საქმე ეხება იმ პერიოდს, როცა კაკულია ფოთის მერი იყო. ბრალდების საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ კაკულია კორუფციული გარიგების მონაწილეა. ამავე საქმის მიხედვით, სატენდერო პირობები კონკრეტულ კომპანიაზე იყო მორგებული. გამოძიების ინფორმაციით, კომპანია "პირამიდას" ირაკლი კაკულიასთვის ქრთამის სახით 170 ათასი ლარი აქვს მიცემული. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი