ნიძლავს ისინი აგებენ და თავი მე გადავიპარსო? - ირაკლი კობახიძე წაგებას არ აღიარებს

გამოქვეყნდა:

ირაკლი კობახიძე, რომელსაც პარლამენტის პირველ სხდომამდე რამდენიმე დღით ადრე გაკეთებული განცხადების გამო "ევროპული საქართველოს" ერთერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ სანაძლეო შესთავაზა, წაგებას არ აღიარებს. 

შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძე ამბობდა, რომ პირველი სხდომის დღეს "ქართული ოცნება" პარლამენტის დარბაზში მარტო არ იქნებოდა, ხოლო გიგი უგულავამ შესთავაზა, რომ თუ ასე არ მოხდებოდა, ანუ, თუ დარბაზში მმართველ პარტიასთან ერთად ოპოზიციური პარტიები არ იქნებოდნენ, თავი გადაეპარსა.

თუ მარტო იქნება ქართული ოცნება პარლამენტში გადაიპარსოს თავი, თუ არა - გადავიპარსავ მე - უგულავა კობახიძეს ნიძლავს უდებს 

ყველა სანაძლეოს ისინი აგებენ და, თავი მე გადავიპარსო? - ასე უპასუხა კობახიძემ "მთავარი არხის" ჟურნალისტის შეკითხვას "თავს არ გადაიპარსავთ, ბატონო ირაკლი? "

რაც შეეხება სანაძლეოს იდეის ავტორს, გიგი უგულავას ხსენებისას ირაკლი კობახიძემ თქვა: "გიგი უგულავამ თბილისის გადაპარსული ბიუჯეტი დააბრუნოს".

"კობახიძე გაფუფლოვდა" - ასე ეხმაურება თავად გიგი უგულავა ირაკლი კობახიძის დღევანდელ პოზიციას.

შეგახსენებთ, დღეს, 11 დეკემბერს, "ქართული ოცნება" მეათე მოწვევის ერთპარტიული პარლამენტის პირველ სხდომას არასრული შემადგენლობით ესწრებოდა. სხდომა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გახსნა.

საკანონმდებლო ორგანოს გარეთ, ყველა შესასვლელთან პოლიცია იყო მობილიზებული. სხდომა პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა. 

რას  შეეხება ოპოზიციას, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"; "ევროპული საქართველო"; "სტრატეგია აღმაშენებელი"; "ლელო საქართველოსთვოს"; "ლეიბორისტული პარტია"; "ერთიანი საქართველო" - ოპოზიციური პარტიებმა მოსწავლე ახალგაზრდობის ეზოში ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომ უარს ამბობენ მანდატებზე და პარლამენტში უფლებამოსილების შეწყვეტასა და ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი