
ეკა ბესელია ოპოზიციას ურჩევს მოლაპარაკებებზე ირაკლი კობახიძეს აღარ დაუჯდნენ. ბესელია ამბობს, რომ როგორც კი პროცესში კობახიძე ჩაერთო, ვითარება ჩიხში შევიდა:
მე ერთ რამეს ვურჩევ ოპოზიციას, შემდეგი მოლაპარაკება როცა იქნება, კობახიძე მათ როგორც მომლაპარაკებელი არ უნდა მიიღონ, განსაკუთრებით მისი ბოლო პროვოკაციული ბრიფინგის მერე. ვარსკვლავებს არავინ არ წყვეტს, მაგრამ კობახიძეს არ უნდა ელაპარაკო. უნდა იყოს ვინმე სხვა, როგორც კი ის გამოჩნდა სრული დესტრუქცია დაიწყო" ამბობს ეკა ბესელია "დღის სტუმარში".
ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი სავარაუდოდ მომავალ კვირაში უნდა გაიმართოს.
ვითარება კი მას შემდეგ დაიძაბა რაც ირაკლი კობახიძემ 9 დეკმებრეს ბრიფინგი გამართა, სადაც ოპოზიციას დაფინანსების შეწყვეტითა და გაუქმებით დაემუქრა.