ერთპარტიული პარლამენტის პირველი დღე - "ოცნება" უხერხულობას არ გრძნობს

გამოქვეყნდა:

მეათე მოწვევის პარლამენტის უმრავლესობის ლიდერი წაგებულ სანაძლეოს არ აბარებს. ოპოზიციის უპრეცედენტო ბოიკოტის და საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმის მიუხედავად ირაკლი კობახიძე გიგი უგულავას გამოწვევას არ იღებს და თმის გადაპარსვაზე უარს ამბობს.

ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე მეათე მოწვევის პარლამენტის სხდომათა დარბაზი დღეს 150 სავარძლიდან დაკავებული მხოლოდ 88 იყო. ერთპარტიული პარლამენტის პირველი სხდომის წაყვანის პატივი ვლადიმერ კახაძეს ერგო. ქართული ოცნების უხუცესმა წევრმა პარლამენტის თავმჯდომარის  არჩევის შემდგომ ადგილი არჩილ თალაკვაძეს გადაულოცა,თავად კი კვლავ მის კუთვნილ სავარძელს დაუბრუნდა და საკუთარი ფოტოების თვალიერებას შეუდგა. (პატარა პაუზა) სხდომათა დარბაზში დღეს მობილური ტელეფონი თითქმის ყველა დეპუტატის ახლო მეგობარი იყო. მოუსმინეს საქართველოს პრეზიდენტს, რომელმაც ერთ პარტიულ პარლამენტს უთხრა, რომ საზოგადოება დაიღალა - სიტყვის დაწყებიდან, 2 წუთში 4-ჯერ. 

მან აღნიშნა, რომ ქვეყანაში კომუნიზმი დასრულდა და დროა "მოჯადოებული წრე" გავარღვიოთ. პრეზიდენტი შეეხო ოპოზიციის ბოკოტსაც და თქვა, რომ წუხს, რადგან პარლამენტში ნაწილმა გარეთ დარჩენა ამჯობინა. 

 

ქართული ოცნების ძველი და ახალი სახეები დღეს თავისივე გზავნილებში აირივნენ. ზოგი თავს უხერხულად გრძნობს, ზოგიც კი ერთპარტიული პარლამენტის  ერთგულებისთვის ბოლომდე მზადაა.

ერთპარტიულ პარლამენტში სავარძლებს კვლავ დაიკავებენ ცნობილი მეამბოხე დეპუტატებიც. ივანიშვილის გუნდის წევრები, რომლებიც ვითომდა ერთ დროს პარტიის თავმჯდომარის წინააღმდეგ წავიდნენ და საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდების გადაწყვეტილება თავად მიიღეს,მეათე მოწვევის პარლამენტში კიდევ უფრო მაღალ თანამდებობებზე განაგრძობენ მუშაობას.

არიან ისეთებიც, ვინც ქართულ ოცნებაზე განაწყენებულებმა წლების წინ პარტია დატოვეს, ახლა კი საკანონმდებლო ორგანოში კვლავ ივანიშვილის ღირსებას იცავენ. 

გაყალბებული არჩევნების მეორე ტურზე,კონკურენტის გარეშე მოგება კახა კახიშვილმა განსაკუთრებულად აღნიშნა.ქსოვრელების მუსიკისა და ცეკვა-თამაშის ფონზე მიღებული გამარჯვების შემდეგ დღეს ოცნების დეპუტატი უფრო დასერიოზულებული იყო.

დეპუტატები,ვისაც 9ე მოწვევის პარლამენტში მიკროფონი ერთხელაც კი არ ჩაურთავთ,სიჩუმესთან ერთად გარანტირებულ ადგილს როგორც ჩანს კიდევ 4 წელი შეინარჩუნებენ.

საპარლამენტო თანამდებობები უკვე გადანაწილებულია. თეა წულუკიანი ხვალიდან განათლების კომიტეტს უხელმძღვანელებს. დააწინაურეს თუ ჩამოაქვეითეს ქართული ოცნების იუსტიციის უცვლელი მინისტრი თავად დღეს პასუხი არ გაუცია.

ოცნების დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოში სხდომის დაწყებამდე ბევრად ადრე მოვიდნენ. დარბაზში იყო პარტიის სპორტული შემადგენლობაც.სიის ოცეულის 2 სპორტსმენს დღეს პარლამენტში მუშაობის პირველი დღე ჰქონდათ.

ოცნების ახალი და ძველი სახეები  ყველა ერთად შეიკრიბა და 88 კაცმა 150 დეპუტატის უფლებამოსილება ცნო. საკანონმდებლო ორგანო დღეს მოდის დეფილეს უფრო ჰგავდა, ძვირადღირებული აქსესუარებით პარლამენტის დეპუტატები მედიასთან თავს იწონებდნენ. მილიონერების სიმცირეს ქართული ოცნება არც ამ საპარალამენტო სიაში უჩივის.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი