დაკავებები, გაუჩინარებული პირები და საარსებო წყაროს ხელმისაწვდომობა - მთავარი საკითხები ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე

გამოქვეყნდა:

11 დეკემბერს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების (GID) 51-ე რაუნდი გაიმართა, სადაც მონაწილეებმა კონფლიქტების მოგვარებისა და დაძაბულობის განმუხტვის შესაძლებლობებზე ისაუბრეს. ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის შეფასებას.

"მონაწილეებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული რამდენიმე საკითხი, მათ შორის სიტუაცია ჩორჩანა-წნელისის მხარეში, ბოლოდროინდელი დაკავების შემთხვევები, უგზოუკვლოდ დაკარგული პირები და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისთვის საარსებო წყაროების ხელმისაწვდომობის მნიშვნელობა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საუბარს ძალის გამოყენების შესახებ და, ამავდროულად, COVID-19-ის გავლენას ადგილობრივების სოციალურ მდგომარეობაზე. დადებითად აღინიშნა ამ გამოწვევების ერთობლივი მოგვარების მცდელობები. დევნილებზე საუბარი რამდენიმე წევრის გასვლის გამო ვერ მოხერხდა", - წერია ანგარიშში. 

ამასთან, მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს გალის რეგულარული შეხვედრების განახლების აუცილებლობას და მიესალმნენ ერგნეთში ჩატარებულ შეხვედრებს, რომლებსაც "ინდიცენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი (IPRM)" ხელმძღვანელობდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი