გავიმარჯვეთ - კალაძე ISFED-ის ჩასწორებულ ანგარიშზე

გამოქვეყნდა:

ISFED-ის ჩასწორებულ ანგარიშს, რომელიც ორგანიზაცია ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა, თბილისის მერი და "ოცნების" გენმდივანი კახა კალაძე ეხმაურება და წერს, რომ "სამართლიანის არჩევნების" გამოქვეყნებული დოკუმენტით დასტურდება, რომ ცესკო-სა და პარალელური დათვლის შედეგები ერთმანეთთან თანხვედრაშია.

კახა კალაძე ოპოზიციას მოუწოდებს, შეუდგეს იმ ვალდებულების შესრულებას, რომელიც მას ამომრჩეველმა დააკისრა:

დღეს  საღამოს  ორგანიზაცია  ISFED-მა  გამოაქვეყნა  თავისი   შესწორებული  ანგარიში, რითაც  დადგინდა, რომ  ცესკოს  შედეგები  სინამდვილეში  თანხვედრაშია  ISFED-ის  პარალელური  ხმის  დათვლის  მონაცემებთან. ეს  არის  კიდევ  ერთი  მიზეზი  ყველა  ჯანსაღი  ოპოზიციური  პარტიისთვის, გამოვიდნენ  ნაჩქარევად  მიღებული  გადაწყვეტილების  შედეგად  შექმნილი  ჩიხიდან  და  შეუდგნენ  ამომრჩევლისგან  დაკისრებული  ვალდებულების  შესრულებას. ჩვენ  გვინდა  პოლიტიკა  ვაკეთოთ  ისეთ  პარტიებთან, რომლებიც  არ  არიან  პოლიტიკური  მძევლები  და  გააჩნიათ  თავისი  ჩამოყალიბებული  პოზიცია. 
მოგიწოდებთ, ადეკვატურად  შევაფასოთ  მოცემული  რეალობა - ჩვენ  ყველამ,  მიღებული მანდატების   რაოდენობის  მიუხედავად, გავიმარჯვეთ, გვაქვს  მრავალფეროვანი პარლამენტი!  " წერს კალაძე.

მისივე თქმით, უნდა გაგრძელდეს მოლაპარაკებებიც.

შეგახსენებთ, ISFED-მა ხმების პარალელური დათვლის შედეგები შეცვალა​. ორგანიზაცია წერს, რომ ხმების გამოსათვლელ ფორმულაში ხარვეზი დაფიქსირდა.  

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი