ზურა ჯაფარიძემ რეგულაციების გასაპროტესტებლად სათხილამურო კლუბში თმა შეიჭრა

გამოქვეყნდა:

სათხილამურო კლუბ "პროლესკში" "გირჩის" ლიდერი, ზურა ჯაფარიძე თმის შესაჭრელად მივიდა - ამ ფორმის პერფორმანსით ის კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებს აპროტესტებს და რადგან სალონების მუშაობა ქვეყნის მასშტაბით არ შეჩერებულა ამბობს, რომ სათხილამურო კლუბში ამ მომსახურებას იღებს. 

ჯაფარიძემ თმა თხილამურებზე სრიალისთვის გამოყოფილი სპეციალური ფეხსაცმელში გამოწყობილმა შეისწორა და მოგვიანებით ხელოვნურ სასრიალო ტრასაზეც დადგა. 

"ეს საპროტესტო აქციაა, მფლობელები აპროტესტებენ რეგულაციებს, რომელთა გამოც ბიზნესის გაჩერება მოუწიათ, რაშიც მილიონ ლარამდე ინვესტიცია აქვთ ჩადგებული. გააჩერეს სულ ტყუილად არანაირი კავშირი ამას კორონასთან არ აქვს, რადგან დაშვებულია სილამაზის სალონები, სილამაზის სალონადაა გადაკეთებული და მეც მოვედი", - თქვა ზურა ჯაფარიძემ. 

ჯაფარიძის თქმით, სალონში მისვლის შემდეგ მომხმარებელი საჩუქრად თხილამურებზე სრიალის პაკეტს მიიღებს. 

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში ახალი შეზღუდვები მთავრობის გადაწყვეტილები 28 ნოემბრიდან მოქმედებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი