ესაა ლუკაშენკოს გზაზე დადგომა - ოპოზიცია "ენმ"-ს რეგისტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებით

გამოქვეყნდა:

ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ "ქართული ოცნება" ვერ შეძლებს იმ კანონპროექტის მიღებას, რომლის მიხედვითაც ყველა ის პარტია, რომლიც ლიდერიც უცხო ქვეყნის მოქალაქეა, ავტომატურად მოიხსნება პოლიტიკური პროცესებიდან. 

"მუქარა, მაშინ როდესაც ისინი პარალელურად მოლაპარაკებებზე საუბრობენ, რასაკვირველია არის ის სახე, რომელიც აქვს რეჟიმს. ერთპარტიულ პარლამენტში კიდევ უფრო გამოჩნდა... გუშინაც, როდესაც "ენმ"-ს რეგისტრაციიდან ჩახსნით ემუქრება, ანუ 700 000-ზე მეტ ამომრჩეველს ეუბნება, რომ მე არ მაინტერესებს თქვენი ხმა.. შანტაჟი, მუქარა და ლუკაშენკოს გზაზე დადგომა კიდევ უფრო დააჩქარებს იმ პროცესებს, რომელიც გუშინ თვალნათლივ გამოჩნდა ერთპარტიულ პარლამენტში", - ამბობს ხატია დეკანოიძე, "ენმ"-ს წარმომადგენელი. 

შეგახსენებთ, რომ 9 დეკემბერს, "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ ენმ-ს რეგისტრაცია გაუუქმდება, რაც პარლამენტის პირველივე სხდომებზე იქნება ინიცირებული.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი