ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 51-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. კრემლი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია ერთი მხრივ საქართველოსა და მეორე მხრივ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს შორის ძალის გამოუყენებლობის შეთანხმებაზე მუშაობის განახლება.
"პრაქტიკული თვალსაზრისით, რუსულმა, აფხაზურმა და სამხრეთ ოსურმა მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქარველოსა და მის მეზობლებს - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის - ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების განახლების მნიშვნელობას. ამ დოკუმენტს უდიდესი მნიშვნელობა აქვს სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის და უსაფრთხოების გამტკიცებისთვის", - წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 51-ე რაუნდი 2020 წლის 10-11 დეკემბერს წარიმართა.