არ გამიკვირდება, რომ ჩემს სატელეფონო ჩანაწერებს ისმენდნენ - ელენე ნიჟარაძე ISFED-ის ხემძღვანელი

გამოქვეყნდა:

სამართლიანი არჩევნების ხელმძღვანელი "ქართულ ოცნებას" ციფრებით მანიპულირებაში ადანაშაულებს. ელენე ნიჟარაძე ამტკიცებს, რომ შიდა აუდიტის მოკვლევის შედეგად "ოცნების" სასარგებლოდ 2%-იანი სხვაობა მნიშვნელოვანი ცვლილება არაა. ნიჟარაძისთვის ასევე გაუგებარია, საიდან იცოდა შიდა განხილვის შესახებ "ოცნების" ლიდერებმა ოფიციალური დოკუმენტის გამოქვეყნებამდე, ის არ გამორიცხავს, რომ მათზე ფარული მიყურადება ხორციელდებოდეს. 
 

"მათ ჰქონდათ თხოვნა, რომ PVT-სთან, მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით კითხვები, რაც ჩვეულებრივი, ბუნებრივი საკითხია, რაც შეიძლება ბევრს გაუჩნდეს ეს კითხვები. საჯარო ინფორმაცია, რაც არის და რასაც ყველას ვეუბნებით ის ინფორმაცია მათაც ვუთხარით. წარმომადგენლები იყვნენ: შალვა პაპუაშვილი, ნიკა სამხარაძე და კიდევ ერთი ადამიანი იყო, მე შემხვდნენ, მათ ჰქონდათ თხოვნა, რომ PVT უბნები მიგვეწოდებინა, რაზეც კატეგორიულად უარი ვუთხარი, იმიტომ რომ ეს არის ერთადერთი კონფიდენციალური ინფორმაცია ორგანიზაციაში, რასაც არ გავცემთ არავისზე.

ახლა, რომ აღმოჩნდეს, რომ რაღაცას ისმენდნენ, ჩემს სატელეფონო ჩანაწერებს ან რაღაცას უსმენდნენ, არ გამიკვირდება, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ეს სტანდარტულ მოვლენად იქცა, სატელეფონო ჩანაწერების გამოქვეყნება და მოსმენები", - ამბობს ელენე ნიჟარაძე

ელენე ნიჟარაძე ამბობს, რომ ერთის მხრივ ხარვეზი დაფიქსირდა სისტემაში და მიითვალა იყო გაბათილებული ბიულეტინები, რის შედეგადაც დაფიქსირდა. მისივე თქმით, ახლა მთავარი არის ის პრობლემა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე და ასევე წინასაარჩევნო პროცესის დროს მნიშვნელოვანი დარღვევები დაფიქსირდა. 

"ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ამ არჩევნებზე არის ის დარღვევები, რაც დავაფიქსირეთ და რაზეც ვსაუბრობთ წინა საარჩევნო კამპანიიდან. უშუალოდ არჩევნების დღეს, რაც შეეხება ეს დისბალანსები 8% უბნებზე,რომელიც იყო უპრეცენდენტო ფაქტი, ასევე კარუსელები. ეს იყო სეროზული პრობლემები, რაც მიუთითებს იმაზე, რომ არჩევნები იყო გაყალბებული" - თქვა ელენე ნიჟარაძემ. 

ცოტახნის წინ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, თამარ ჟვანია სოციალურ ქსელში გამოეხმაურა, სამართლიანი არჩევნების ხარვეზს. ჟვანია წერს, რომ "არ შემიძლია არ გავიხსენო განვლილი მძიმე დღეები, ტალახის სროლა, ბრალდებები, შეურაცხყოფა და ბულინგი". თამარ ჟვანია იმედს გამოთქვამს, რომ ცესკოს მიმართ განწყობა შეიცლვლება

შეგახსენებთ, რომ ISFED აცხადებს, რომ არჩევნების ხმების პარალელური დათვლის დროს საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში ხარვეზი გამოვლინდა - კერძოდ, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან ერთად, დათვლილ იქნა ბათილი ბიულეტენებიც. ამის შემდეგ განახლებული მონაცემებით "ქართულ ოცნებას" 47.6% აქვს, ხოლო მანამდე  მმართველ გუნდს 45.8% ჰქონდა;

დღეს, 12 დეკემბერს, მომხდარს გამოეხმაურა ორგანიზაციის მოქმედი ხელმძღვანელი, ელენე ნიჟარაძე, რომელმაც აღნიშნა, რომ "შეეცადნენ მაღალი სტანდარტი დაეცვათ და თვალი არ დაეხუჭათ". ნიჟარაძე წერს, რომ ორგანიზაციას ასეთი მძიმე პერიოდი 2012 წლის შემდეგ არ ჰქონია.

საყურადღებოა ფაქტი, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ორგანიზაციას მართველმა გუნდმა უბნების გადათვლისა და შედეგების შესწორების მოთხოვნით მიმართა, გუნდის ლიდერებმა კი მათთან შეხვედრა შედეგების შესწორებამდე რამდენიმე დღით ადრე გამართეს.

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი