აშშ-ს საელჩოდან საგრანტო დაფინანსებებზე უარი მომდის ბზიშვილის ხელმოწერით - ნიკა გვარამია

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, ამბობს, რომ აშშ-ს საელჩოს შემადგენლობა პოლიტიზირებულია.

როგორც ნიკა გვარამია ამბობს, ის აშშ-ს მხრიდან საგრანტო დაფინანსებას ხშირად იღებდა, თუმცა, დღეს "ქართული ოცნების" მეთვრამეტე ნომრის, გიგი ხელაშვილის მეუღლის, სოფო ბზიშვილის, ხელმოწერით საგრანტო განაცხადებზე უარყოფით პასუხს იღებს. 

"ეს ყველაფერი ნიშნავს დაუაბალანსებლობას აშშ-ს საელჩოს სტაფში. ეს არასდროს არ ხდებოდა და პროტოკოლით აკრძალულია ასეთი პოლიტიზირებული სტაფი, როგორიც დღეს ჰყავს აშშ-ს საელჩოს, ვგულისხმობ მის ქართულ სექციას. სოფო ბზიშვილი, დღეს თუ მისი გადაწყვეტილებით თუ წყდება ეს ყველაფერი, მე, ნიკა გვარამიას, რაიმე გრანტს მომცემს? გიგი ხელაშვილის, მეთვრამეტე ნომრის ცოლი, რომელსაც, მგონი, საგარეო საქმეთა მინისტრობას უპირებენ, მისი ხელმოწერით მე ოდესმე დადებითი პასუხი მომივა? ეს არ უნდა იყოს გაცნობიერებული ელჩის მხრიდან? ეს შეიძლება რომ ცნობიერების მიღმა გაატარონ ელჩმა და მისმა მოადგილემ? იცის ელჩმა, დღეს მისი მოადგილედ წოდებული ვინც არის, შეხვედრაზე გიორგი რურუას პრობლემა რომ დავაყენე, რა მიპასუხა? მე ამას საჯაროდ არ ვიტყვი, მაგრამ იცის ელჩმა", - ამბობს ნიკა გვარამიამ.

ნიკა გვარამიამ აქვე "ოცნების" მხრიდან მის მიმართ ბრალდებაზეც ისაუბრა, : "დამაბარალონ კიდევ ანტიდასავლური რიტორიკა. არა, მეგობრებო, ყველაზე დასავლური რამე არის ღიაობა, გახსნილობა და კრიტიკა. და ვაკრიტიკებ იმას, რასაც ვთვლი საჭიროდ და ვხედავ რომ საკრიტიკოა".

შეგახსენებთ, ნიკა გვარამიამ ცოტა ხნის წინ სტატუსი გამოაქვეყნა. როგორც ამბობს, შემოუთვალეს, რომ ახალ წლამდე მისი სასამართლო პროცესი განახლდება და ქონებას ჩამოართმევენ. 

ამავე თემაზე: ხელისუფლებიდან არავის ვაპატიებ იმას, რასაც ჩემი შვილების ფსიქიკა უმძიმეს პრობლემებამდე მიჰყავს - ნიკა გვარამია.

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი