ჩინეთში კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გუშინ - 13

გამოქვეყნდა:

Reuters-ის ინფორმაციით, დღე-ღამის განმავლობაში ჩინეთში კორონავირუსი 24 ადამიანს დაუდასტურდა - აქედან 19 პაციენტი უცოხეთიდანაა შემოსული, ადგილობრივებიდან კი მხოლოდ 5 დაინფიცირდა. 

ამ დროის მონაცემებით, ჩინეთში სულ 306 კოვიდაქტიური შემთხვევაა, რომელთაგან 6 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. 

აქვე გეტყვით, რომ კორონავირუსი პირველად - 2019 წლის დეკემბერში - სწორედ ჩინეთიდან, უჰანის პროვინციიდან, გავრცელდა. ქვეყანაში ინფიცირების პიკი თებერვალი იყო, უკვე მარტიდან კი დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა დღიურად 300-ზე მეტს არ აღემატებოდა.

გთავაზობთ Worldometers-ის გრაფიკს, რომელზეც ასახულია ჩინეთში კოვიდაქტიური შემთხვევების უცაბედი ზრდა, შემდეგ კი გრძელვადიანი კლება:

რაც შეეხება გასული დღეების კოვიდსტატისტიკას ჩინეთში, გუშინ ვირუსი 13 ადამიანს დაუდასტურდა, 11 დეკემბერს - 15-ს, 10 დეკემბერს კი - 12-ს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი