ირანელი ჟურნალისტი, რომელმაც თავისი საქმიანობის ფარგლებში 2017 წელს პროტესტის გაშუქებას ხელი შეუწყო, სიკვდილით დასაჯეს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, 47 წლის რუჰოლა ზამისთვის გამოტანილი განაჩენი შაბათს აღასრულეს. ჟურნალისტი ივნისში "კორუფცია დედამიწაზე" მუხლით გაასამართლეს, რომელსაც ირანის მთავრობა შპიონაჟისა და ანტი-სახელმწიფოებრივ ქმედებაში ბრალდებულთათვის იყენებს ხოლმე.
ზამის ვებსაიტი AmadNews და ტელეგრამის აპლიკაციაში შექმნილი ჯგუფი ობიექტურად აშუქებდა ირანის სახელმწიფოს ქმედებებს 2017 წლის პროტესტის დროს და ააშკარავებდა იმ დეტალებს, რომლებიც პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა ირანშივე დამყარებული თეოკრატიის იდეებს.