ევროკავშირის 1,5-მილიარდიანი დახმარების მიუხედავად, "ოცნება" მილიონიან ვალს იღებს

გამოქვეყნდა:

ევროკავშირმა საქართველოს მარტიდან დღემდე 1,5 მილიარდი ლარის დახმარება გამოუყო - თანხა რამდენიმე მიმართულებით უნდა ნაწილდებოდეს: ჯანდაცვის სისტემაზე, ბიზნესის დახმარებასა და იმ მოწყვლად ჯგუფებზე, რომლებიც პანდემიის პირობებში განსაკუთრებით დაზარალდნენ. 

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი, ფულის გადანაწილების გეგმასა და საქართველოსთვის გამოყოფილი ფინანსების განსაკუთრებით დიდ მოცულობაზე საუბრობს. 

"სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის ევროკავშირის მიერ მსოფლიოს ნებისმიერი უცხო ქვეყნისთვის ერთ სულ მოსახლეზე გაწეული დახმარების ერთერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი", - ამბობს ჰარცელი.

დახმარებების ფონზე, "ოცნება" 180 მილიონ დოლარს იღებს საერთაშორისო ბანკებიდან, რომლის ნაწილიც გახარჯულია - მხოლოდ 100 000 დოლარი მეორადი აპარატების ყიდვას მოხმარდა.

აქვე შეგახენებთ ბოლო კოვიდსტატისტიკასაც:

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი