პაციენტი საოპერაციოდ იმ პალატაში მოამზადეს, სადაც მიცვალებული ესვენა - შემთხვევა ალადაშვილის კლინიკაში

გამოქვეყნდა:

ალადაშვილის კლინიკაში პაციენტი, რომელმაც დაწესებულებას ბრმანაწლავზე ჩივილით მიმართა, საოპერაციოდ იმ პალატაში მოამზადეს, სადაც მიცვალებული ესვენა.

საავადმყოფოში პაცინტს უთხრეს, რომ მორგში ადგილი აღარ ჰქონდათ და საათ-ნახევრის განმავლობაში ოთახში გარდაცვლილ ქალთან ერთად მოუწევდა ყოფნა. 

ალადაშვილის კლინიკაში ამბობენ, რომ მომხდართან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვთ და ფაქტის შესახებ მთავარი არხისგან გაიგეს. 

"მე ეს ინფორმაცია არ მაქვს... არ მინახავს ფოტომასალა მე არ მაქვს ეს ინფორმაცია თუ გაქვთ თქვენ ეს ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ და რეაგირება მოჰყვება.", - ამბობენ კლინიკაში. 

აქვე გეტყვით - სევდია უგრეხელიძემ რამდენიმე კვირის წინ ფესიბუქზე დაწერა, რომ მისი ნაცნობი, რომელიც კლინიკაში მაღალი წნევის გამო მიიყვანეს გარდაიცვალა, თუმცა საბოლოო დიაგნოზი კორონავირუსი იყო. გარდაცვალებამდე - წინა ღამეს - კი პაციენტი პალატაში მიცვალებულთან დატოვეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი