ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე აქციაზე სამართალდამცველები და აქციის მონაწილეები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. არსებული ინფორმაციით, პოლიციამ აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა
დაპირისპირება კი მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრა მოითხოვეს.
ბათუმში დღეს ტრადიციული აქცია-მიტინგი უცვლელი მოთხოვნებით, თავისუფლების კვარტალში გაიმართა. ოპოზიცია და მათი მხარდამჭერები გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებენ.
რა მოხდა და რამდენი პირია დაკავებული ბათუმში - პირდაპირი ჩართვა "მთავარის" 18 საათიან საინფორმაციო გამოშვებაში.