"ლეიბორისტული პარტიის" შიდა ქართლის ორგანიზაციის ხელმძღვანელი დააკავეს

გამოქვეყნდა:

პოლიტიკურ ოპონენტებზე ანგარიშსწორების კიდევ ერთი ფაქტი- ,,ლეიბორისტული პარტიის” შიდა ქართლის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ცოტა ხნის წინ პოლიციამ საკუთარი სახლიდან აიყვანა.  

მას სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით წაუყენეს ბრალი, სასამართლომ თამაზ ხუციშვილი გააფრთხილა და დარბაზიდან გაათავისუფლა. ხუციშვილი ამბობს, რომ მისი დაკავება პოლიტიკური მოტივით მოდა.

სახლიდან 1 მეტრში ვაწარმოებდი მიწის სამუშაოებს, ამათ ჰქონდათ სპეციალური დავალება. მოვიდნენ, 50 კაცი იდგა ქუჩაში არც ერთთან არ შეყოვნდნენ, პირდაპირ ჩემთან მოვიდნენ... პირბადე რატო არ გაქვსო, გამოწვევაზე იყვნენ, საბუთები მომეციო, სახლიდან გამოვიტან მეთქი, რას გამოიტან შენიო...ხელი გადამიგრიხეს და წიხლით ჩამტენეს" ამბობს ხუციშვილი

პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, ხუციშვილი შსს-ს გენინსპექციისთვის მიმართვას პირებს, თუმცა სამართლიანობის იმედი არ აქვს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი