არ მისცემენ, დავარტყამთ, მისცემენ ხო კარგი - კობახიძე-ნაცვლიშვილის მიმოწერა

გამოქვეყნდა:

მიმოწერა ირაკლი კობახიძესა და ლაშა ნაცვლიშვილს შორის - ფაქტი "მთავარი არხის" კამერამ ერთპარტიული პარლამენტის პირველი სხდომის დღეს დააფიქსირა.

კობახიძე და "ოცნების" მთავარი იდეოლოგი სავარაუდოდ "სამართლიან არჩევნებზე" საუბრობენ, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში სკანდალში გაეხვა. 

"ჩვენ მოვიგეთ. მოვათხოვნინოთ და თუ არ მისცემენ, მერე ვიფიქროთ როგორ გამოვიყენოთ, თუ მისცემენ, ხო კარგი. საჭირო პროცესად თუ ვაქცევთ თავიდანვე განაცხადს და მოთხოვნას და მერე არ მისცემენ, დავარტყამთ - იკითხება მიმოწერაში. 

შეგახსენებთ, რომ ISFED აცხადებს, რომ არჩევნების ხმების პარალელური დათვლის დროს საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში ხარვეზი გამოვლინდა - კერძოდ, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან ერთად, დათვლილ იქნა ბათილი ბიულეტენებიც. ამის შემდეგ განახლებული მონაცემებით "ქართულ ოცნებას" 47.6% აქვს, ხოლო მანამდე  მმართველ გუნდს 45.8% ჰქონდა;

აღსანიშნავია ისიც, რომ გადაცემაშ "მთავარი აქცენტები" ელენე ნიჟარაძემ, ნიკა გვარამიასთან თქვა, რომ ის შეხვდა სახელისუფლებო გუნდის წევრებსაც. კითხვაზე, ესწრებოდა თუ არა შეხვედრას ლაშა ნაცვლიშვილი, ნიჟარაძემ თქვა, რომ არა. 

საყურადღებოა ფაქტი, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ორგანიზაციას მართველმა გუნდმა უბნების გადათვლისა და შედეგების შესწორების მოთხოვნით მიმართა, გუნდის ლიდერებმა კი მათთან შეხვედრა შედეგების შესწორებამდე რამდენიმე დღით ადრე გამართეს.

 

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი