ქობულეთის საკრებულოს დეპუტატი კორონავირუსით გარდაიცვალა - 56 წლის მალხაზ რომანაძე კლინიკა "ემბისიში" მკურნალობდა.
მისი მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე მძიმე იყო - სუნთქვის მწვავე უკმარისობა და ფილტვის დაზიანება აღენიშნებოდა; ბოლო ორი დღის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
მალხაზ რომანაძე "ქართული ოცნების" დეპუტატი იყო ქობულეთის საკრებულოში და ქობულეთის ცენტრალური ბაზრის დირექტორი.
შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 300-მდე ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა სამი პაციენტი.
ავტორი: თეა ვაშალომიძე