ბრიფინგზე პარლამენტის გადაყენებულმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, თქვა, რომ "ოცნება" დაუკავშირდა "საერთო გამჭვირვალობას" - ეკა გიგაურს - და გაირკვა, რომ TI-ის მონაცემები ემთხვევა "ცესკოსას".
"შედგა კომუნიკაცია "საერთაშორისო გამჭივრავლობის" ხელმძღვანელთან, ეკა გიგაურთან, რომლისგანაც მივიღეთ ამომწურავი ინფორმაცია ორგანიზაციის საარჩევნო აქტივობაზე. მათ შორის გავიგეთ, რომ ორგანიზაციას ხმის პარალელური დათვლა არ ჩაუტარებია. ორგანიზაცია აკვირდებოდა ხმის დათვლის პროცესს რამდენიმე ასეულ უბანზე, ჰყავდა საკუთარი დამკვირვებლები და მოხარული ვართ, რომ "საერთაშორისო გამჭირვალობის" მონაცემები დაემთხვა "ცესკოს" შესაბამის მონაცემებს. მივესალმებით ორგანიზაციის ღიაობას და მადლობას ვუხდით მის ხელმძღვანელს ინფორმაციისთვის", - ამბობს კობახიძე.
შეგახსენებთ, რომ დღეს "ოცნებაში" გამართულ პირველ ბრიფინგზე კობახიძემ ლაშა ნაცვლიშვილთან მიმოწერის დეტალები განმარტა და თქვა, რომ საქმე ეხებოდა "საერთაშორისო გამჭირვალობისგან" ინფორმაციის გამოთხოვის გზებს – რა შეიძლებოდა ეცადათ კობახიძეს და ნაცვლიშვილს იმ შემთხვევაში თუ ეკა გიგაურის ორგანიზაცია ინფორმაციის გაცემაზე უარს იტყოდა.