არ გასვლიათ და არც გაუვათ - ეკა გიგაური მაღალჩინოსნებს PVT-ზე პასუხობს

გამოქვეყნდა:

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირავლობის" ხელმძღვანელი, ეკა გიგაური, "ოცნების" ეჭვს, რომ თითქოსდა TI-მ ხმები პარალელურად დაითვალა, პასუხობს და ამბობს, რომ ეს ტყუილია.

"PVT "საერთაშორისო გამჭვირავლობას" არ ჩაუტარებია. სანამ მაღალჩინოსნები ბრიფინგებს მოაწყობენ, ინფორმაცია უნდა გადაამოწმონ. არჩევნებზე გვყავდა დაახლოებით 450 სტატიკური დამკვირვებელი საარჩევნო უბნებზე და ვაგროვებდით ინფორმაციას. არც რამე დასამალი გვაქვს, არც შიშები გვაქვს ამასთან დაკავშირებით. ცდილობენ დისკრედიტაცია მოახდინონ სამოქალაქო სექტორის - ეს არ გასვლიათ და არც გაუვათ არასდროს. არასამთავრობო სექტორის ვალდებულება არ ყოფილა არჩევენების ჩატარება. საუბარია მრავალ დარღვევაზე - რათ უნდა ამას ISFED-ის მონაცემები. დისბალანსიანი ოქმები ატვირთულია "ცესკოს" საიტზე". ახლა თურმე ყველაფერი არის გიგაურის ბრალი? სასაცილოა, - ამბობს გიგაური. 

შეგახსენებთ, რომ დღეს "ოცნებაში" გამართულ პირველ ბრიფინგზე კობახიძემ ლაშა ნაცვლიშვილთან მიმოწერის დეტალები განმარტა და თქვა, რომ საქმე ეხებოდა "საერთაშორისო გამჭირვალობისგან" ინფორმაციის გამოთხოვის გზებს – რა შეიძლებოდა ეცადათ კობახიძეს და ნაცვლიშვილს იმ შემთხვევაში თუ ეკა გიგაურის ორგანიზაცია ინფორმაციის გაცემაზე უარს იტყოდა.  

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი