გადაუმოწმებელი ინფორმაცია გააჟღერეს – ეკა გიგაური ირაკლი კობახიძეს პასუხობს

გამოქვეყნდა:

ეკა გიგაური ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება, რომ "საერთშორისო გამჭირვალობა" ინფორმაციას მალავდა და ამბობს, რომ ხელისუფლებას სურს არასამთავრობო ორგანიზაციების რეპუტაციას ჩრდილი მიაყენოს.

"ბრიფინგის შემდეგ საჯაროდაც ვუპასუხე, რომ ეს არის ტყუილი, თითქოს რაღაც ინფორმაცია გვქონდა ჩვენ და ვმალავდით, ნებისმიერ დროს გავცემთ პასუხს, რადგან თავს ვდებთ ყველა იმ შეფასებაზე და ანაგრიშზე, რომელსაც ჩვენ ვაქვეყნებთ. ამის შემდეგ გვქონდა კომუნიკაცია ბატონ ირაკლი კობახიძესთან მან იკითხა რა ტიპის დაკვრივება გვქონდა, ვუპასუხე რაც პრესრელიზებში არის და საზოგადოებამაც კარგად იცის, ჩვენ ვაქვეყნებდით რომელ უბნებზე იყო დარღვევები, რის შემდეგაც მან თქვა, რომ ნახავდა ინფორმაციას და ვნახეთ ეს ბრიფინგი, რაც არ შეესაბამებოდა სიმართლეს და გადაუმოწმებელი ინფორმაცია გააჟღერეს. საერთო ჯამში ეს არის მცდელობა, რომ აბსოლუტურად ყველა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის რეპუტაცის ჩრდილი მიაყენონ", – ამბობს გადაცემაში "დღის სტუმარი" საერთაშორისო გამჭირვალობის დირექტორი, ეკა გიგაური.

შეგახსენებთ, რომ დღეს "ოცნებაში" გამართულ პირველ ბრიფინგზე კობახიძემ ლაშა ნაცვლიშვილთან მიმოწერის დეტალები განმარტა და თქვა, რომ საქმე ეხებოდა "საერთაშორისო გამჭირვალობისგან" ინფორმაციის გამოთხოვის გზებს – რა შეიძლებოდა ეცადათ კობახიძეს და ნაცვლიშვილს იმ შემთხვევაში თუ ეკა გიგაურის ორგანიზაცია ინფორმაციის გაცემაზე უარს იტყოდა.  

"საერთაშორისო გამჭვირავლობის" ხელმძღვანელი, ეკა გიგაურმა, "ოცნების" ეჭვს, რომ თითქოსდა TI-მ ხმები პარალელურად დაითვალა უპასუხა და თქვა, რომ ტყუილია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი