რეჟიმი იყენებს მართლმსაჯულების ყველა რგოლს იმისთვის, რომ ვინც გზაზე გადაეღობება ივანიშვილს უთვალთვალოს - დეკანოიძე

გამოქვეყნდა:

საგანგებო ბრიფინგზე ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ ნიკა გვარამია და მისი ოჯახი ივანიშვილის რეჟიმის უპირველესი სამიზნეა, თუმცა ამავდროულად ასეთი შანტაჟი და თვალთვალი მიმდინარეობს ყველაზე, ვინც ივანიშვილს მყუდროებას ურღვევს. დეკანოიძის თქმით, ქვეყანაში არ არსებობს ინსტიტუცია რომელიც ადამიანებს ასეთი უკანონო ქმედებებისგან დაიცავს:

ამას რეჟიმი არც ფარავას და ურტიფრად იმეორებს რომ ყველას უთვალთვალებს და იმის მაგივრად რომ უმძიმესი მდგომარეობა, ეკონომიკური მდგომარეობა მოაგვაროს, რეჟიმი მართლმსაჯლების ყველა რგოლს იყენებს იმისთვის, რომ ვინც გზაზე გადაეღობება ბიძინა ივანიშვილს, მას უთვალთვალოს და დაარღვიოს ადამიანის უფლებები - ამბობს დეკანოიძე

 წულუკიანი ნიკა გვარამიას ოჯახზე უკანონო თვალთვალში განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავს - ნიკა გვარამიას პერფორმანსი გაბომჟებული საცოდაობაა, მზეთუნახავი ჰყავს სახლში? რატომაა გაღიზიანებული - ასე უპასუხა წულუკიანმა დასმულ კითხვას.

ამაზე ღია და პირდაპირი მუქარა ჩემი ოჯახის წევრებზე არავის გამოუთქვამს ჯერ - ასე გამოეხმაურა "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი თეა წულუკიანის კომენტარს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი