ამაზე ღია და პირდაპირი მუქარა ჩემი ოჯახის წევრებზე არავის გამოუთქვამს ჯერ - ნიკა გვარამია თეა წულუკიანის კომენტარზე

გამოქვეყნდა:

ნიკა გვარამია იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ახლა კი განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის, კომენტარს - "ნიკა გვარამიას პერფორმანსი გაბომჟებული საცოდაობაა, მზეთუანახავი ჰყავს სახლში? რატომაა გაღიზიანებული - წულუკიანი" -  Facebook-პოსტით ეხმაურება.

ნიკა გვარამია წერს, რომ ასეთი ღია და პირდაპირი მუქარა მისი ოჯახის წევრებზე, თან ასე საჯაროდ არავის გამოუთქვამს ჯერ. 

"1. ძალოვანი სტრუქტურაში არასდროს მიმუშავია. ყოფილ გენpროკურორს და ყოფილ იუსტიციის მინისტრს რომ პროკურატურა და იუსტიციის სამინისტრო ძალოვანი სტრუქტურები გონია (სინამდვილეში სამართალდამცავია ორივე), რაზე უნდა ველაპარაკო ამ უვიცს. უვიცს, რომელსაც განათლება ჩაბარდა. და ჰიპერუკულტუროს, რომელსაც კულტურა ჩაბარდა.

2. ჩემი ცოლი, ჯერ ერთი, რომ ჩემთვის ნამდვილად მზეთუნახავია. მაგრამ ამისთვის რომ უკანონო თვალთვალი და პირადი ხელშეუხებლობა გარეგნული კრიტერიუმებით იზომება, აბა ეს საერთოდ სახლიდან როგორ გამოდის და ქუჩაში თავს როგორ არ უჭეჭყავენ? ეს ნახევრად ხუმრობით და სერიოზულად - ამაზე ღია და პირდაპირი მუქარა ჩემი ოჯახის წევრებზე, თან ასე საჯაროდ არავის გამოუთქვმს ჯერ.

3. რუსული აბრევიატურა БОМЖ ნიშნავს без определенного места жительства. კი, მეც ვიყავი იუსტიციის მინისტრი, მაგრამ არ მიკეთებია ფული და არ მაქვს დღემდე სახლი და წულუკიანივით დაგროვლი დიდი ქონება. ნაქირავებში ვცხოვრობ. მესმის, რომ ეს დასაცინია ქართული ოცნებისთვის, მაგრამ მე ჩემი პატიოსნება ბევრად მეტდ მიღირს.

ახლა კი სრულიად სერიოზულად: ქართველო ერო, საერთოდ აღარაფრის აღარ გრცხვენიათ? მე უკვე ძალიან მრცხვენია, რომ დანაშაულს ჩავდივარ ჩემი ცოლ-შვილის წინაშე და ეგზისტენციალური რისკების წინაშე ვაყენებ მათ, ღია ეთერიდან უკვე მათ მიმართ მუქარებს ვასმენინებ ჩემი სამართლიანი ბრძოლის გამო. იჯექით თქვენ თბილ სახლებში და იფხანეთ გული ჩემი ტვს ყურებით და ჩემი ტექსტების მოსმენით. ფხანა ქეცმა იცის", - წერს გვარამია

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის ყოფილი მინისტრი ნიკა გვარამიას ოჯახზე თვალთვალში განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავს. საკითხს თეა წულუკიანი ირონულად ეხმიანება და ამბობს - ძნელია თურმე ნიკა გვარამიას ოჯახს რომ უთვალთვალებენ. მზეთუნახავი ჰყავს სახლში, თუ რატომაა გაღიზიანებული?. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი