ქალბატონო თეა, თქვენც კი, ხართ მზეთუნახავი - სოფო ლილუაშვილი

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორის მეუღლე, სოფო ლილუაშვილი თეა წულუკიანის, კომენტარს - "მზეთუნახავი ჰყავს სახლში? რატომაა გაღიზიანებული" - პასუხობს, რომ თეა წულუკიანიც მზეთუნახავია.

"მინდოდა მეთქვა, ქალატონო თეა, დიახ, თქვენც კი, ხართ თქვენი შვილისთვის მზეთუნახავი, დიახ, თქვენც კი იქნებოდით, როცა პატარა იყავით, თქვენი მშობლებისთვის მზეთუნახავი და მე მგონია, რომ ქალბატონ თეას ელემენტარული ქალური სოლიდარობა და მხარდაჭერა მაინც უნდა გამოეჩინა და ამ ვითარებაში საერთოდ მე, როგორც ნიკა გვარამიას, ცალკე აღებულს, მეუღლეს, ქალს, საერთოდ არ უნდა ვეხსენებინე. მე ასე ვიზამდი", - ამბობს სოფო ლილუაშვილი

აქვე გეტყვით, რომ წულუკიანი ნიკა გვარამიას ოჯახზე უკანონო თვალთვალში განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავს - ნიკა გვარამიას პერფორმანსი გაბომჟებული საცოდაობაა, მზეთუნახავი ჰყავს სახლში? რატომაა გაღიზიანებული - ასე უპასუხა წულუკიანმა დასმულ კითხვას.

ამაზე ღია და პირდაპირი მუქარა ჩემი ოჯახის წევრებზე არავის გამოუთქვამს ჯერ - ასე გამოეხმაურა "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი თეა წულუკიანის კომენტარს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი