5 დეკემბერს პარლამენტთან დაკავებული აქტივისტების სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

გამოქვეყნდა:

ჯარიმა, საყვედური თუ რამდენიმე დღიანი პატიმრობა - რა გადაწყვეტილებას მიიღებს საქალაქო სასამართლო პარლამენტთან 5 დეკემბერს დაკავებული აქტივისტების საქმეზე, დღეს, 15 დეკემბერს გახდება ცნობილი. პროცესზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მიერ წარდგენილ მტკიცებულებეს განიხილავენ. გამოძიება რუსუდან მჭედლიძეს, ნიკა ნარსიას, გივი ცინცაძეს და გიორგი კაპანაძეს ამდინისტრაციულ სამართალდარღვევას  ედავება. სამოქალო აქტივისტები იმ დროს დააკავეს, როცა საკანონმდებლო ორგანოსთან აღმართულ რკინის კედელზე საბჭოთა სიმბოლიკის დახატვას ცდილობდნენ.

"პოლიციის კორდონს უკან მოვექეცი მეგობარს რომ დავხმარებოდი და დამიჭირეს მეთვითონ, იმიტომ, რომ ვაქტიურობდი წინ და ვეუბნებოდი რამოდენიმე ზონდერს, რომ შენ ხარ ზონდერი და პოლიციას არცხვენთქო. ამის გამო, როგორც კი იხელთეს დრო და მარტო დამიჭირეს შემადგეს მანქანაში", - თქვა აქტივისტმა ნიკა ნარსიამ.

ენმ-ს წევრი გიორგი კაპანაძე კი ამბობს, რომ პოლიციის მიერ წარდგენილ კადრებში არ ფიქსირდება, რომ სამართალდამცავებს წინააღმდეგობას უწევდა და არ ემორჩილებოდა პოლიციას. მისი თქმით, სრულიად უკანონოდ დააკავეს და სასამართლომ რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს მზადაა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი