დღეს პარლამენტში კომიტეტების თავმჯდომარეების მოადგილეებს აირჩევენ

გამოქვეყნდა:

ერთპარტიული პარლამენტი კომიტეტების თავმჯდომარეების დამტკიცების შემდეგ დღეს მოადგილეებსაც აირჩევს.

კომიტეტების დაკომპლექტების შემდეგ ვაკანტური დარჩება ის პოზიციები, რომლებიც კვოტით ოპოზიციას ეკუთვნის - შესაბამისად, თავმჯდომარეს სამი მოადგილიდან ერთი არ ეყოლება.

დღეს პარლამენტში 10 კომიტეტის სხდომაა დანიშნული, ყველამ უნდა დაამტკიცოს დებულება და მოადგილეები. საკანონმდებლო ორგანომ წლის ბოლომე ასევე კენჭი უნდა ყაროს ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებას.

გიორგი გახარია, რომელიც უკვე პრემიერების კანდიდატად წარადგინა "ქართულმა ოცნებამ'', უახლოეს დღეებში ერთპარტიულ პარლამენტს წარუდგენს მთავრობის პროგრამას და ახალ შემადგნელობას. 

ცნობისთვის, დეპუტატებმა დეკემბრის ბოლომდე 2021 წლის ბიუჯეტიც უნდა დაამტკიცონ.

შეგახსენებთ, რომ ერთპარტიული პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემბერს გაიმართა.

კომიტეტების თავმჯდოამრეების ჩამონათვალი შეგიძლიათ ნახოთ აქ.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი