აჭარის უმაღლესი ერთპარტიული საბჭო დღეს პირველ სხდომას გამართავს

გამოქვეყნდა:

დღეს პირველ სხდომას გამართავს ახლადარჩეული აჭარის უმაღლესო საბჭო. ისიც საქართველოს პარლამენტის მსგავსად ერთპარტიული იქნება, რადგან ოპოზიციამ მანდატებზე უარი თქვა.

21-წევრიან უმაღლეს საბჭოში "ქართული ოცნების'' გარდა ბარიერი მხოლოდ ,"ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებულმა ოპოზიციამ'' გადალახა და 7 მანდატი მოიპოვა. ყველა მათგანი აპირებს მიმართოს უსკოს და უმაღლეს საბჭოს უფლებამოსილების შეწყვეტის მიზნით.

პარალელურად უკვე თვენახევარია ბათუმში პროტესტი გრძელდება. ხალხი არჩევნების გაყალბებას აპროტესტებს. პროტესტის ფონზე სხდომა დღეს 12 საათზე გაიხსნება.

შეგახსენებთ, რომ ერთპარტიული პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემბერს გაიმართა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი