ბოდიში მოსახდელია... ISFED-მა ვერ იქირავა წესიერი აიტიშნიკი - თეა წულუკიანი

გამოქვეყნდა:

იუტიციის ყოფილი მინისტრი და განათლების კომიტეტის თავმჯდომარე, თეა წულუკიანი, ფიქრობს, რომ ISFED-მა ბოდიში უნდა მოიხადოს პარალელური დათვლის შედეგებში ხარვეზისთვის და ამასთან უნდა გაირკვეს, ეს განგებ მოხდა, თუ უბრალოდ შეცდომა იყო. 

"ბოდიში მოსახდელია და ეს არის პროგრამა მინიმუმი ISFED-ისთვის. როდესაც გამოვა 1 პოლიტიკური დესტრუქციული ძალა - ექსტრემისტები - და იტყვიან, რომ თამარ ჟვანია არის საძაგელი ქალი, მას ჰყავდა ცუდი არითმეტიკის მასწავლებელი მიადგები ამ არითმეტიკის მასწავლებელს საფლავში და დაუწყებთ საფლავის ქვაზე კაკუნს, ეს არის მკრეხელობა. მან [ჟვანიამ] უბრალოდ დათვალა ის, რაც მოხდა ურნაში. კი ბატონო, საუბნო დონეზე იყო ხარვეზები და ხაბეიშვილს არ შერცხვა, სოზარ სუბარის 200 ხმა ჩაიდო ჯიბეში, მაგრამ ყველა ხარვეზი აღმოიფხვრა და ამით "ოცნებას" არ უსარგებლია. თამარ ჟვანიას მე ვურჩევდი, ყველა იმ ადამიანს უჩივლოს, ვინც ის კრიმინალად და ციხეში ჩასასმელად გამოაცხადა. აღმოჩნდა, რომ ISFED-მა ვერ იქირავა წესიერი აიტიშნიკი, ვერ დაწერა ფორმულა. საგამოძიებო კომისია ან სისხლის სამართლებრივი პროცესი სჭირდება იმის დადგენას, ვერ დაწერა, თუ არ დაწერა", - ამბობს წულუკიანი.

შეგახსენებთ - 11 დეკემბერს, ISFED-მა გამოაცხადა, რომ არჩევნების ხმების პარალელური დათვლის დროს საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში ხარვეზი გამოვლინდა - კერძოდ, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან ერთად, დათვლილ იქნა ბათილი ბიულეტენებიც. ამის შემდეგ განახლებული მონაცემებით "ქართულ ოცნებას" 47.6% აქვს, ხოლო მანამდე  მმართველ გუნდს 45.8% ჰქონდა.

12 დეკემბერს, მომხდარს გამოეხმაურა ორგანიზაციის მოქმედი ხელმძღვანელი, ელენე ნიჟარაძე, რომელმაც აღნიშნა, რომ "შეეცადნენ მაღალი სტანდარტი დაეცვათ და თვალი არ დაეხუჭათ". 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი