თუ მობრძანდა პარლამენტში, ნახავს რასაც ნახავს - წულუკიანი ელისაშვილზე

გამოქვეყნდა:

ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე, დღეს პარლამენტში კომიტეტების თავმჯდომარეების მოადგილეებს ირჩევენ.

იუსტიციის ყოფილი მინისტრი და განათლებისა და კულტურის კომიტეტის მოქმედი თავმჯდომარე, თეა წულუკიანი, განმარტავს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებს სადეპუტატო მანდატების თვითებურად გაუქმება არ შეუძლიათ ოფიციალური განაცხადის პარლამენტში შეტანამდე.

"დაანებეთ ამ ელისაშვილს თავი. არა იმიტომ, რომ უნდა დავანებოთ... თუ მობრძანდა პარლამენტში, ნახავს რასაც ნახავს. "ცესკოში" საკუთარი თავის ჩახსნა ამ ადამიანებს [ოპოზიციას] არ შეუძლიათ, სანამ არ შემოიტანენ წერილებს, როგორც ეს გუშინ რამდენიმემ გააკეთა" - ამბობს იუსტიციის ყოფილი მინისტრი, თეა წულუკიანი. 

თავის მხრივ, "ოცნების" წევრი, ნიკოლოზ სამხარაძე, ფიქრობს, რომ გაუგებარია, რატომ უნდა ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები, თუ ჩვენ არჩევნების შედეგებს ვაღიარებთ. მისივე აზრით, ოპოზიციის ნაწილს მოლპარაკაბების გაგრძელება და პარლამენტში შესვლა სურს.

"მოლაპარაკების მაგიდასთან არიან წარმოდგენილები პარტიები, რომლებსაც სურთ მისი ჩაშლა, პარტიების ნაწილს კი უნდა მოლაპარაკებების გაგრძელება", - ამბობს სამხარაძე.

გიორგი გახარია, რომელიც უკვე პრემიერების კანდიდატად წარადგინა "ქართულმა ოცნებამ'', უახლოეს დღეებში ერთპარტიულ პარლამენტს წარუდგენს მთავრობის პროგრამას და ახალ შემადგნელობას. 

დეტალები უცნობია, თუმცა თეა წულუკიანი ამბობს, რომ იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე დაბრუნებას არ აპირებს. 

"იყო შემოთავაზება პარტიის მხრიდან, რომ საქმიანობა გამეგრძელებინა, მაგრამ შევთანხმდით, რომ ახალი სახეების დროა. 8 წელი საკმარისი პერიოდია და არ მგონია სწორი მორალურად, რომ ადამიანმა, რომელმაც მართე 8 წლის განმავლობაში იუსტიციის სამინისტრო, ახლა დაჯდე დარგობრივ კომიტეტში, უჭყიტინო იმ ადამიანს და აკონტროლო ის ადამიანი, რომელმაც შენი საქმე გადაიბარა. იმას, ვინც იქნება იუსტიციის მინისტრი, სჭირდება თავისუფლება და თავისი ხედვის განხორციელება", - თქვა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, რომ ერთპარტიული პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემბერს გაიმართა.

კომიტეტების თავმჯდოამრეების ჩამონათვალი შეგიძლიათ ნახოთ აქ.

ავტორი: ნინო ღვედაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი