შეზღუდვების კანონის მოქმედების ვადა შესაძლოა 6 თვით გახანგრძლივდეს

გამოქვეყნდა:

კანონი ("საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ"),  რომელიც მთავრობას უფლებას აძლევს, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე დააწესოს ქვეყანაში შეზღუდვები, შესაძლოა კიდევ 6 თვით გახანგრძლივდეს.

ინიციატივა  ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ წარადგინა და მიზეზად ეპიდვითარება დაასახელა.

"საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ" კანონს ვადა 1 იანვარს ეწურება 

ეს ვადა რამოდენიმე დღეში იწურება, რის შემდეგაც პროცესის მართვა მის გარეშე გაძნელდება. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩვენ ვაინიცირებთ კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონის მოქმედების დრო 6 თვით გახანგრძლივდება"- ამბობს დიმიტრი ხუნდაძე.

შეგახსენებთ რომ  მთავრობამ 28 ნოემბრიდან ქვეყანაში ახალი შეზღუდვები ამოქმედდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი