აფრიკის დასახლებიდან დაზარალებულები შსს-თან გადაინაცვლებენ

გამოქვეყნდა:

აფრიკის დასახლებაში მცხოვრები დაზარალებულები, რომლებსაც დღეს, მერიის გადაწყვეტილებით, აშენებული სახლები დაუნგრიეს, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ და პროტესტს იქ გააგრძელებენ. 

ამ დროისთვის დაზარალებულები უკვე დაიძრნენ ორთაჭალისკენ. სავარაუდოდ, დაზარალებულთა ნაწილი ვარკეთილში, შსს-ს ოფისთანაც მივა. ისინი დაკავებულთა გათავისუფლებას მოითხოვენ. დაზარალებულები ამბობენ, რომ არ იციან, სად გადაიყვანეს პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დაკავებულები. 

შეგახსენებთ, ადგილობრივთა ინფორმაციით, მერიის მიერ გაცემული განკარგულების გამო, რასაც აფრიკის დასახლებაში თვითნებურად აშენებული საცხოვრებელი სახლების ნგრევა მოჰყვა, უსახლკაროდ დარჩა ასამდე ადამიანი. პოლიციასთან დაპირისპირებისას ადგილზე, მინიმუმ, 8 ადამიანი დააკავეს, აქციის რამდენიმე მონაწილე, მათ შორის, ორსული, შეუძლოდ გახდა. 

მერიის ინსპექტირების სამსახურმა აფრიკის დასახლებაში სპეცტექნიკა შეიყვანა, რომლის საშუალებითად უკანონო მშენებლობებს ანგრევს. პოლიციასა და მოსახლეობას შორის დაპირისპირების დროს დაშავდა რამდენიმე მოქალაქე, მათ შორის ორსული ქალი, რომელიც სასწრაფომ კლინიკაში გადაიყვანა.

თბილისის მერი, კახი კალაძე კი აცხადებს, რომ ტერიტორიების დაკავება მიზანმიმართულად ხდება და ამ შენობებში არავინ ცხოვრობს.

აფრიკის დასახლებაში მიმდინარე მოვლენებს საია და სახალხო დამცველიც გამოეხმაურნენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი