ეს იყო სპეცოპერაცია მომიტინგეების მიმართ - ბათუმში დაკავებული შვიდიდან ოთხი აქტივისტი თავისუფალია

გამოქვეყნდა:

ბათუმში, უზენაესი საბჭოს შენობის წინ მიმდინარე პროტესტის დროს დაკავებული შვიდიდან ოთხი პირი, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაცია "ალტერნატივის" თავმჯდომარე, თავისუფალია. 

ორგანიზაციის სხვა წევრებმა შსს ბათუმის სამმართველოსთან აქცია გამართეს და კიდევ სამი დაკავებულის გათავისუფლება მოითხოვეს.

სასამართლო პროცესი ერთი კვირით გადაიდო. დაცვის მხარე ამბობს, რომ ყველა დაკავებულის მიმართ ძალოვნები ერთსა და იმავე მეთოდს იყენებენ და პოლიციელთა ჩვენებები გაჭრილი ვაშლივით ჰგვანან ერთმანეთს. 

აქტივისტების უმეტესობა იმიტომ დააკავეს, რომ უზენაესი საბჭოს შენობასთან სტიკერების გაკვრას აპირებდნენ, თუმცა, ერთერთი გათავისუფლებული ამბობს, რომ სტიკერების გაკვრის პროცესში მონაწილეობა არ მიუღია, მიმდინარე მოვლენებს მობილურით იღებდა და სწორედ იმ დროს დააკავეს. 

დაკავებულთა ადვოკატები ამბობენ, რომ დანარჩენი სამი პირიც უპირობოდ უნდა გაათავისუფლონ, რადგან ბრალდება -წვრილმანი ხულიგნობა მათ მიმართ უსაფუძვლოა. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი